Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

 დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.    
      დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი მონდომებისა და უშრეტი ენერგიისათვის!

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

 დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.განვიხილეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა დავალებები  პროექტის მსვლელობისას.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე



       ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ კვლავ გამეორებით.გავიმეორეთ powerpointi.ვისწავლეთ დიაგრამაზე მუშაობა.შემდეგ მოსწავლის პრეზენტაციაც გავაკეთეთ,შევავსეთ შეფასების საქაღალდეც.სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ შეფასების რუბრიკები ჩვენს საქაღალდეში,დავზიპეთ საქაღალდე და ეს ბრძანებაც გავიხსენეთ.ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი დღე.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგი ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო:დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით,გავეცანით საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება ბლოგზე და შევქმენით მოსწავლის ბლოგი.                                                                                         დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის!

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

 დღევანდელი დღე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა უწინდელზე.ვიმუშავე დიდი მონდომებით. გავიხსენეთ განვლილი მასალა,გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს,შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,გავიხსენეთ და შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო ტერენინგისათვის!

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

  დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დავადგინეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.პროექტი საინტერესოდ მიმდინარეობდა.ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიხსენეთ.

Sunday, February 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

  მეორე დღეს მიმოვიხილეთ პროექტები ,გავიმეორეთ განვლილი მასალა ,გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს ,საფუძვლიანად შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ბოლოს გავამთლიანეთ ჩვენი ცოდნა- შევეცადეთ თავად შეგვექმნა ბუკლეტი.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.